შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ბათუმში შეხვედრა გამართეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს ბათუმელ პედაგოგებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა საგნის, საატესტაციო გამოცდების სიახლეებისა და დეტალების გაცნობას ისახავდა მიზნად.

დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან და ცენტრის სხვა წარმომადგენლებისგან მიეღოთ.

საინფორმაციო შეხვედრები ხაშურსა და ზესტაფონში გაიმართება.