USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დემოკრატიული სკოლების კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ღონისძიება პირველად ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს სკოლებში დემოკრატიული მართვის კულტურის გაძლიერება იყო.
გამოფენა-კონფერენციის მსვლელობისას, სკოლებმა ერთმანეთს გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე, დაჯილდოვდნენ წლის ყველაზე დემოკრატიული სკოლები. ღონისძიებას 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შორის იყვნენ სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, მოსწავლეთა თვითმმართველობების წევრი მოსწავლეები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.