რუსთავში 26 სკოლიდან სამის რეაბილიტაცია ჩატარდა. მოსწავლეები დღეს დილიდან ყველა სასწავლო დაწესებულებაში მიიღეს. სკოლებში ღონისძიებები ჰიმნით და საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი, პირველკლასელებთან ერთად, საკლასო ოთახებში სიმბოლურად სკოლადამთავრებულებიც შევიდნენ. წიგნებთან ერთად, პირველკლასელებს საკლასო ოთახებში ბუკები დახვდა. რუსთავში წელს 1 900 პირველკლასელია რეგისტრირებული.