ახალი სასწავლო წელი

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებაა. იმის გამო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა, დღეს 19 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო სეზონი ვერ გაიხსნა.

განახლებულ სეზონს 27 სკოლა ახალი შენობით შეხვდა, გარემონტდა 800-მდე დაწესებულება. ინფრასტრუქტურის გარდა კიდევ ერთი სიახლე სახელმძღვანელოებს უკავშირდება. მე-7 კლასის მოსწავლეები შინაარსობრივად და ვიზუალურად განახლებული წიგნებით ისწავლიან.

დაბრუნდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაც“.