სხდომა ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ქალების ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში. ასევე საუბარი შეეხო ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსაც, რომელიც 24-30 ივლისს სლოვაკეთში შედგება. სხდომაზე ასევე განიხილეს 2022 წლის ბიუჯეტი.