იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილთან გასაუბრების დროს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია, არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, კითხვებმა გააღიზიანა და მას არაკომპეტენტური უწოდა.
ამასთან, შენგელიამ ჯანეზაშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვა დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რის პასუხადაც ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში მიმდინარე პროცესს ცირკი უწოდა.
საბჭოს წევრები დღეს მოსამართლეობის ორ კანდიდატს უსმენენ. დეტალებით ქეთი ქაშაკაშვილი იუსტიციის საბჭოდან.