სირიის ქალაქ იდლიბში “სუხოი 25″ ტიპის რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა, იგი სირიელმა მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ გაავრცელა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. არსებობს ეჭვი, რომ იგი იმ მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, რომლებიც ქალაქ იდლიბს აკონტროლებენ.