პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო აქციები და რევოლუცია, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა.
სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღეს შვიდი წელი გავიდა. საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა, ასადის რეჟიმი რუსეთის ხელშეწყობით დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში.
მწვავე ჰუმანიტარულმა კრიზისმა 11 მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქცია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ყველა ზავი უშედეგოა.
სირია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
სამგანზომილებიანი ომის ქრონიკა ქეთი თუთბერიძის რეპორტაჟში.