ბრძოლა ილდიბისთვის

სირიის ომიდან რვა წლის და ექვსი თვის შემდეგ, ცეცხლი ისევ არ წყდება.

კრემლის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი და რუსეთის ავიაცია მეამბოხეთა ანკლავზე, იდლიბიში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ავიადარტყმებს ბოლო ორ კვირაში 100-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაერო რუსეთისა და სირიის მთავრობებს სამხედრო დანაშაულში სდებს ბრალს. თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ნაწილს დღეს ასადის რეჟიმი, ნაწილს კი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ქურთები აკონტროლებენ, თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი არ მოქმედებს.

საქართველოს პირველი არხი სირიის მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელმაც მიმდინარე ვითარებაზე გვიამბო. მისი ვინაობა, მისივე თხოვნით, ანონიმურია.