#დოსიე „ოჯალანი - ქურთული საკითხი“

ქურთები – მსოფლიოში ყველაზე დიდი ერი, რომელსაც სახელმწიფო არასდროს ჰქონია.

მის მოსაპოვებლად მათმა ორმოცწლიანმა ბრძოლამ ნებისმიერი აკრძალული თუ კანონიერი მეთოდით, მსოფლიო იმ უკიდურესად საშიში გეოპოლიტიკური კონფლიქტის წინაშე დააყენა, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარეობს.

ვინ არის თურქულ საპატიმროში წლების წინ საიმედოდ გამოკეტილი აბდულა ოჯალანი? თავისუფლებისთვის მებრძოლი ქურთი – ეროვნული გმირი თუ საშიში ტერორისტი?

ლუი და სარა მირანდების ფილმი „ოჯალანი – ქურთული საკითხი“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე