საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ანკარაში გამართული სამიტის დასრულებას.
თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე და ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაზე იმსჯელეს. თეირანი, ანკარა და მოსკოვი სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დასრულების გარანტორები არიან, თუმცა ომისგან განადგურებულ ქვეყანაში მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგე თურქეთს მეზობელ ქვეყანაში პოზიციების გაძლიერება სურს და სირიაში სამხედრო კომპონენტსაც ინარჩუნებს. სამიტზე ასადის მოკავშირე რუსეთის მთავარი გზავნილი სირიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იყო.
ვიდრე პოლიტიკოსები კონფლიქტის დასრულების გზებზე მსჯელობენ, სირიაში მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება.