სირიაში თურქული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა გაავრცელა. მისი თქმით, სამხედრო ვერტმფრენი ქურთმა მებრძოლებმა აფრინში ჩამოაგდეს. ბორტზე ორი სამხედრო იმყოფებოდა. ორივე გარდაიცვალა. როგორც ერდოღანმა მმართველი პარტიის მხარდამჭერების შეკრებაზე განაცხადა, თურქეთი მომხდარს პასუხის გარეშე არ დატოვებს.
თურქეთმა აფრინში გამაგრებული სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს წამოიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქურთებმა თურქეთის არმიიის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს და ეს ფაქტი ანკარაშიც დაადასტურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფრინში გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს ცხრა სამხედრო დაღუპა და 11 დაიჭრა.