სირიაში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, იერიშს 1000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიის აღმოსავლეთ ღუტას რაიონში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, სამთავრობო ძალების იერიშს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, მათ შორის 215 ბავშვია. აღნიშნულ მონაცემებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭო ავრცელებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, 17 ადამიანია დაღუპული ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დუმაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად.
თებერვლის შუა რიცხვებში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, სირიის სამთავრობო ჯარმა, რუსული ავიაციის დახმარებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას ნახევარი დაიკავა.