სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ჩაიტანეს. სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩინური წარმოების ვაქცინას გამოიყენებენ.
სერბეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ელჩი, ვაქცინის კონტეინერებს ბელგრადის აეროპორტში დახვდნენ. იმუნიზაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. დეკემბრის ბოლოდან დღემდე, ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა 20 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლებსა და სამედიცინო პერსონალს გაუკეთდა.
დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ სერბეთსა და ალბანეთშია დაწყებული. ბოსნიას, კოსოვოს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ ვაქცინის არცერთი სახეობა მიუღიათ.