სიმფონიური მუსიკის კონცერტი

იძულებითი პაუზის შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

11 აპრილს სცენაზე მოცარტის რექვიემი შესრულდება. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი სოლისტები.

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სხვადასხვა პროექტზე აქტიურად მუშაობს და ამ სეზონზე მსმენელს არაერთ კონცერტს შესთავაზებს. გადაადგილების შეზღუდვის გამო პანდემიის შემდეგ პირველი კონცერტი 11 აპრილს, 17 საათზე დაიწყება.