ვახტანგ კახიძის შემოქმედებითი საღამო

27 და 29 დეკემბერს წინასაახალწლო განწყობას თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი შეგიქმნით.

შესრულდება ვახტანგ კახიძის მიერ ცნობილი ფილმებისა და სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა, მისი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები და პოპულარული სიმღერები. მუსიკალური პროექტის განახლებულ ვერსიას კომპოზიტორთან ერთად ქართული ესტრადის მომღერლები წარმოადგენენ. ამ კონცერტებით დასრულდება ციკლი, რომელიც ვახტანგ კახიძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.