„სიკვდილის დრო არ არის“ - ბონდის ახალი ფილმი

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი  ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია გრძელდება. ჯეიმს ბონდის მორიგი 25-ე ნაწილი სახელწოდებით „სიკვდილის დრო არ არის“, კინოეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა. კოვიდპანდემიის გამო, ჩვენება რამდენჯერმე გადაიდო. პრემიერას ოქტომბერში ლონდონი უმასპინძლებს.

ყველაზე ცნობილი აგენტის როლში კი ისევ დენიელ კრეიგს ვიხილავთ, რომელიც წელს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა. როგორც პროდიუსერები აანონსებენ, მომდევნო ფილმებში „აგენტი 007“ უკვე ქალი იქნება.