შემოდგომის მნიშვნელოვანი კინოპრემიერები 

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი ფილმები გამოდის.

სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში კოვიდ-პანდემიის გამო გადადებული პრემიერები დაიწყო. ფილმებს, რომლებიც ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე გადაიღეს, წლის ბოლომდე ეტაპობრივად აჩვენებენ. დიდ ეკრანებზე უკვე გამოჩნდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო გმირის, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ახალი ფილმი.

ჯეიმს ბონდთან ერთად კინომოყვარულების განსკუთრებული ყურადღება ახლა კინოსტუდია „მარველის“ მორიგი ნამუშევრისკენაა მიმართული. „მარადიულები“, – ასე ჰქვია ახალ ფილმს, სადაც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ. ახალ სუპერგმირებს ქართველი მაყურებელი ნოემბრის დასაწყისში გაიცნობს. შემოდგომის ბოლომდე კიდევ არაერთი მხატვრული და ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერაა დაგეგმილი.