ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სიგნატორთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები პირები არიან. სიგნატორთა კლუბი ევროპული ქვეყნების პრეცედენტის შესაბამისად შეიქმნა. დღესვე პრეზენტაციაზე სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანმა“ შეასრულა ჰიმნი „ოდა სიგნატორებს“, რომელიც პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა და კომპოზიტორმა რამაზ გახოკიძემ შექმნეს. კლუბს ერთ-ერთი ხელმომწერი პროფესორი თამაზ ყურაშვილი ხელმძღვანელობს.