სიღნაღის თეატრალური ფესტივალი ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლით გაიხსნა. მონაწილეობენ უცხო ქვეყნის დასებიც. დელეგაციები იმყოფებიან თურქეთიდან, პოლონეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ესპანეთიდან. ერთი კვირის განმავლობაში, მაყურებელს საშუალება აქვს, იხილოს სხვადასხვა წარმოდგენები, მათ შორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების სპექტაკლები. ფესტივალი 11 ივნისამდე გაგრძელდება.