სიღნაღის თეატრალური ფესტივალი

ახლად დაფუძნებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ 27 წლის რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი მიიწვია. ის 2013-2017 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, 2018-2021 წლებში კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წლიდან დღემდე თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი.

თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.