პოლიტიკური გამოხმაურებები არ წყდება წყალტუბოში ორი დღის წინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ოპოზიციაში სიძულვილის ენის გავრცელებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ და პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ კი მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის პროპაგანდა კლავს.