ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ყოველწლიური „სიცოცხლის ფესტივალი“ 2 სექტემბერს დაიწყება. ფესტივალი „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ მიერაა ორგანიზებული. ტრადიციული „ოქროს სექტემბრის“ ფესტივალი წელს საქართველოს ოთხ რეგიონს – სამეგრელოს, კახეთს, აჭარას, იმერეთსა და თბილისს მოიცავს.
ფესტივალი დაიხურება 29 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, გალაკონცერტით „ქალაქური საღამო“. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის სარეაბილიტაციო „ბედნიერ სახლში“ 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები და მოზარდები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ და მკურნალობენ.