სიახლეები ონკოპაციენტებისთვის

10 ათასამდე ახალი შემთხვევა, მათგან 150-მდე ბავშვი – ასეთია ქვეყანაში სიმსივნის ახალი შემთხვევების გამოვლენის ყოველწლიური სტატისტიკა. მთავარი მიზანი, რომელიც ახლა სამინისტროს აქვს, დაავადების ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდაა. ამიტომ სახელმწიფომ მკურნალობის კურსისა და ქირურგიის დაფინანსება ყველა ონკოპაციენტისთვის დაიწყო. წელს უწყება ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსებასაც იწყებს, რომელიც ძვირადღირებულ კვლევებს მოიცავს. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.