სიახლე თბილისის საბავშვო ბაღებში

თბილისში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

ამ თვიდან ანაზღაურება 15%-ით მოიმატებს, რაც აქამდე დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სკოლამდელ დაწესებულებებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარს შეადგენს. აღმზრდელთა დაბალი ანაზღაურება კი წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. სახელფასო პოლიტიკის გადახედვასთან ერთად სხვა სიახლეებიც იგეგმება. 2024 წელს სააღმზრდელო დაწესებულებებს შვიდი ახალი ბაღი დაემატება.