საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ძვირადღირებული რეანიმაციული სერვისების დაფინანსება იზრდება. პროექტი საპილოტე სახით სექტემბრიდან ამოქმედდება. ეს ერთ-ერთია იმ მოთხოვნებიდან, რასაც ჰოსპიტალური სექტორი რეფორმის ამოქმედების შემდეგ აყენებდა. ცვლილების მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფიქსირებულ ტარიფთან ერთად, გამონაკლისის სახით, მკურნალობა საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. ეს კი კლინიკებისთვის დამატებითი ფინანსებია, რამაც საბოლოო ჯამში პაციენტების მკურნალობისა და მოვლის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.