მძიმე კოვიდსტატისტიკა და ვითარება ჰოსპიტალურ სექტორში 

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან, საქართველოში ყველაზე მძიმე კოვიდსტატისტიკა დღეს დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში ქვეყანას ექვსი ათასამდე ინფიცირებული და 54 გარდაცვლილი ჰყავს. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ყოველდღიურად მზარდი მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში საწოლფონდი პრაქტიკულად ამოწურულია. „დელტა შტამის“ მძიმე მიმდინარეობის გამო, განსაკუთრებით რთული ვითარება ახლა სწორედ კლინიკებშია.

ერთ-ერთი უმსხვილესი კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თამუნა ნადარეიშვილი და ოპერატორი გიორგი პაჭიკაშვილი იმყოფებოდნენ. საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ახლა ნახავს მძიმე კადრებს მცხეთის კლინიკიდან, სადაც კოვიდპაციენტებს გადარჩენისთვის ბრძოლაში ექიმები 24-საათიან რეჟიმში ეხმარებიან.

თამუნა ნადარეიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – რა ვითარებაა დაგხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენად მძიმეა იქ მოთავსებული კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა?