შეღავათები ქალებისთვის.
სიახლეები, რომლებიც ქალთა საერთაშორისო დღეს გახდა ცნობილი, ჯანდაცვის სფეროს ეხება. გაფართოვდა ფეხმძიმეებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამა, რაც კლინიკებში უფასო ვიზიტებს მოიცავს. ჯამში სახელმწიფო ქალებს ექიმებთან ცხრა ვიზიტს დაუფინანსებს. მეცხრე ვიზიტი ორსულობის შემდგომ პერიოდს მოიცავს. მსურველებს ონლაინ-სერვისებით სარგებლობაც შეეძლებათ.