„არა ქალზე ძალადობას“ - შს სამინისტროს საინფორმაციო კამპანია

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიაში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კამპანიის ფარგლებში სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები სლოგანით, „არა ქალზე ძალადობას“. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ღონისძება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.