მიანმარის სასამართლო დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. არაერთი გამაფრთხილებელი განცხადების მიუხედავად, სააგენტო „როიტერსის“ ორ ადგილობრივ ჟურნალისტს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულებს სახელმწიფო საიდუმლოების მქონე დოკუმენტების ფლობას ედავებიან. გახმაურებულ სასამართლო პროცესს დასავლური ქვეყნები და უფლებადამცველი ორგანიზაციები დემოკრატიისკენ მიმავალი მიანმარისთვის ერთგვარ ტესტად მიიჩნევდნენ. თუმცა მიანმარის მართლმსაჯულებამ ამ ტესტის გადალახვა ვერ შეძლო, რის გამოც მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა.