როჰინჯების ტრაგედია მიანმარში

1991 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიანმარში დაპატიმრებულ ადგილობრივ დისიდენტს, აუნ სან სუ ჩის გადაეცა. მას ნობელის კომიტეტმა სინდისის პატიმარი უწოდა. 24 წლის თავზე იგი მიანმარის ლიდერი გახდა. ყველასთვის მოულოდნელად, მისი მმართველობის პერიოდში როჰინჯების ეთნიკური უმცირესობის დევნა და ძალადობა განმეორდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მიანმარში ბოლო 5 თვეში 7 ათასი როჰინჯა მოკლეს, 700 ათასი კაცი კი ლტოლვილად იქცა.