მსოფლიოს სამეულში შესული შვეიცარული სკოლა ,,ლე როშე’’, რომელსაც ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის მიმართულება აქვს, საქართველოში იწყებს ოპერირებას. პირველად საქართველოში და რეგიონში უმაღლესი რანგის საერთაშორისო სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს.
სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. სკოლის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.