„ლე როშეს“ მასტერკლასი თბილისში

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვით დაინტერესებული პირებისთვის, თბილისში მსოფლიოში ცნობილი სასწავლებლის, „ლე როშეს“ მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიებას სასწავლებლის პროფესორი ჯონ რაიანი წარუძღვა. შეხვედრა „ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებისა“ და „მომხმარებლის შენარჩუნებისა და ეფექტიანი მენეჯმენტის“ თემაზე ჩატარდა.

მასტერკლასი საქართველოში „ლე როშეს“ ინსტიტუტის, „ფროფერთი ჯორჯიას“, „აჭარა ჯგუფისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

მსოფლიოს ლიდერი სკოლა საქართველოში პროგრამას პირველად ახორციელებს.