„უმასპინძლე საქართველოში“

სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა, „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებსა და კომპანია „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს შორის, შეხვედრა გაიმართა.

„ლე როშე“ ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის მიმართულებით მომუშავე შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო სამეულში შედის.