შვედეთის დახმარება საქართველოს

შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის ხუთ მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილს. თანხა განსაზღვრულია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის მთავრობის ვებ გვერდზე ვრცელდება. შვედეთის მთავრობამ თანხა გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. პაკეტის ფარგლებში, უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოლდოვას 5. „მხარდაჭერა ხორციელდება ნატო-ს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით და სხვა საკითხებთან ერთად გამოყენებული იქნება კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და განათლებისთვის.”- აღნიშნულია განცხადებაში.