მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი თიანეთის ნომერ მე-12 საარჩევნო უბანში. 12-საათიანი მონაცემებით აქტივობა 18 პროცენტს შეადგენს. ადგილზე არ დაფიქსირებულა დარღვევა ან ხარვეზი, შესაბამისად არც საჩივარი დაწერილა. თიანეთში საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა. იოსებ მათურელი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.