რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, დილიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო შინაარსის ბრიფინგები იმართება. ცესკო-ს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო უბნები სამივე მუნიციპალიტეტში დროულად გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცესკო მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.