დღეიდან „მოამბე“ პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებს ეთერს უთმობს.
მთაწმინდის ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქის ყოფილმა მაჟორიტარმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 18-მა პარტიამ და 11-მა კანდიდატმა.
შუალედური არჩევნების პარალელურად ქვეყნის ხუთ ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებიც უნდა გაიმართოს.
პირველი არხი ამ შემთხვევაშიც ეთერს მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზებს.