ხორგუანის მიმართვა 

მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სოფიო ხორგუანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს.

სოფო ხორგუანი მოითხოვს, შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის საკითხზე იმუშავებს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა იგივე მოთხოვნით გუშინ, საქართველოს მთავრობასაც მიმართა.