12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ პირველი შუალედური ანგარიშის – სტატუსმეტრის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში საუბარი იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე. სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებით, ცხრა ნაბიჯიდან პროგრესია მხოლოდ ორი რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. ესენია – ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, შვიდი რეკომენდაცია კვლავ შესასრულებელია და „ქართულ ოცნებას“ კი ამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.