ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შუახევი ჰესის კასკადი დაათვალიერა. მასთან ერთად, კასკადის მუშაობას აჭარის მთავრობის მეთაური გაეცნო. მინისტრის განცხადებით, შუახევი ჰესის კასკადი ბოლო 70 წელიწადში ყველაზე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტია, რომელიც საქართველოში განხორციელდა. 187 მგვტ. სიმძლავრის შუახევი ჰესი, კომერციულ ოპერირებაში 2020 წლის თებერვალში შევიდა. მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ, ამ დროის მონაცემებით, უკვე 200 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.