სტიქია თავს დაატყდა კანადასაც. შტორმმა „ლიმ“ კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში და ამერიკის მეინის შტატში პრობლემები შექმნა. დატბორილია გზები, წაქცეულია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, კანადაში და აშშ-ში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მეინის შტატში დაღუპულია ერთი ადამიანი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა.