შტაინმაიერი - ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი ბოროტება მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს
მინსკის გარეუბანში, სადაც გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკი არსებობდა, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გაიხსნა. ცერემონიაზე ბელარუსში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ავსტრიის პრეზიდენტი ჩავიდნენ.
სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი ბოროტება კაცობრიობის წინაშე მსოფლიოს მუდამ უნდა ახსოვდეს იმ მიზნით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.