შსს-ში, ჰესების„მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების – „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.