„მესტია ჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა საჯარო ბიბლიოთეკაში

„მესტია ჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს საჯარო ბიბლიოთეკაში. დოკუმენტი ინვესტორი კომპანიის მიერ არის მომზადებული. აღნიშნულს არ ეთანხმებიან ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით, დოკუმენტში შეცდომებია დაშვებული და არ ასახავს რეალურ საფრთხეებს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ადგილობრივების დარწმუნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, მოსახლეობის პროტესტის შედეგად, ჰესის სამშენებლო სამუშაოები ორ კვირაზე მეტია შეჩერებულია.