რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი.
გიორგი გახარიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.