შსს ხორავას ქუჩის საქმეზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს - უწყებაში გამოკითხვები ისევ განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმე 2 დღის წინ გადაიბარა, ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ უწყებაში დაკითხვები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა დავით დადუნაშვილი. ლევან დადუნაშვილის მამა გიორგი გახარიას ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. დღესვე უწყებაში რამდენიმე არასრულწლოვანის გამოკითხვაც იგეგმება.
გენო ოსიყმაშვილი ცდილობს დეტალების გარკვევას.