ჭკვიანი კამერების დამონტაჟების შემდეგ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგებულია.
თუ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 50 000-მდე საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, 2018 წლის პირველ ორ თვეში ფოტო-ვიდეო ჯარიმების რიცხვი 120 000-ს აღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაბარებული და გადაუხდელი ჯარიმების გამოქვეყნებას იწყებს. შემდეგი ეტაპი უკვე საურავის დაკისრება და იძულებითი აღსრულების პროცედურის დაწყებაა. სიახლეა ისიც, რომ ჭკვიანი კამერების კონტროლქვეშ განუბაჟებელი მანქანებიც მოექცევიან.