ახალი რეგულაციების პირველი შედეგი

როგორ მიმდინარეობს ღამის საათებში ნარჩენების გატანის საპილოტე პროგრამა.

1 მარტიდან ვაკის რაიონში ნარჩენების გატანა მხოლოდ 22 საათიდან მიმდინარეობს. მერიის ინიციატივა  მიზნად პატარა ქუჩების საცობებისგან განტვირთვას და თანხების დაზოგვას ისახავს. მერია მოქალაქეებს მოუწოდებს საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ საღამოს 8 საათის შემდეგ გადაყარონ.