შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნული დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისში“ ღონისძიებები გაიმართა. ცენტრის ტერიტორიაზე ბენეფიციარების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე ბენეფიციარებმა ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისში“ 2001 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს 100- მდე შშმ ბავშვს და ზრდასრულს ემსახურება.